უმცროსი ელექტრო ინჟინერი — სთათიკ ლინკ

სთათიკ ლინკ — ლოგო
სთათიკ ლინკ

უმცროსი ელექტრო ინჟინერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სთათიქ ლინკში უმცროსი ელექტრო ინჟინრის ვაკანსია გვაქვს!

"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2019 წელს. კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე სპეციალიზებულია საინჟინრო სისტემების პროექტირების, ინსტალაციისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები.

ანაზღაურება: 1500 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე).

სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების ქ.1

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00- 18:00

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი
  • Fitpass
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო
  • სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები

მოვალეობები:

  • ელექტრო განაწილების დაფების სქემატური და ვიზუალური პროექტირება
  • ელექტრო ინსტალაციისთვის საჭირო მასალების სიის მომზადება და შესყიდვების მართვის მხარდაჭერა
  • ელექტრო სისტემების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის მონიტორინგი
  • არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და მათი ინტეგრირება ელექტრო სისტემებთან
  • ელექტრო გაყვანილობისა და უსაფრთხოების სისტემების საპროექტო ნახაზების მომზადება
  • მოწყობილობების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და წესების დაცვა
  • მომხმარებელთან ერთად დეტალური ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და კოორდინაცია
  • პროექტის ბიუჯეტისა და კალენდარული გეგმის მომზადება
  • ობიექტზე ვიზიტი, არსებული პირობების შეფასება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება
  • ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესწავლა/დანერგვა
  • ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ

მოთხოვნები:

  • სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • AutoCAD-ის ცოდნა (Eplan-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
  • მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება.

განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.