უმცროსი ელექტრიკოსი — გასართობი ცენტრი რია-რია - გალერია თბილისი

გასართობი ცენტრი რია-რია - გალერია თბილისი

უმცროსი ელექტრიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

უმცროსი ელექტრიკოსი - "რია-რიას გასართობი ცენტრი" ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო პოზიციის მიმოხილვა: ელექტრიკოსი პასუხისმგებელია "რია-რიას" გასართობ ცენტრში არსებული ატრაქციონების, გასართობი აპარატების, ელექტრო მოწყობილობებისა და დამხმარე ტექნიკური ინფრასტრუქტურის უსაფრთხო, გამართულ და უწყვეტ ფუნქციონირებაზე. პოზიცია მოიცავს ატრაქციონებისა და გასართობი სისტემების ტექნიკურ მონიტორინგს, პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვასა და შესრულებას, ელექტრო გაუმართაობების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, ასევე უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტების დაცვას. ძირითადი პასუხისმგებლობები ატრაქციონებისა და ტექნიკური სისტემების გამართულობის უზრუნველყოფა: ** უზრუნველყოს რია-რიას გასართობ ცენტრში არსებული ატრაქციონების, გასართობი აპარატების, ელექტრო მოწყობილობებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება. ** აკონტროლოს ატრაქციონების, ელექტრო დანადგარებისა და ტექნიკური სისტემების სამუშაო მზადყოფნა და ტექნიკური მდგომარეობა. ** უზრუნველყოს გასართობი აპარატებისა და ელექტრო სისტემების ტექნიკური მომსახურებისა და პროფილაქტიკური შემოწმებების განხორციელება. ** მონაწილეობა მიიღოს სარემონტო გეგმების, ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკური რესურსების დაგეგმვაში. ** ხელი შეუწყოს ატრაქციონებისა და ტექნიკური მოწყობილობების საიმედოობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას. ტექნიკური მომსახურება და მონიტორინგი: ** შეასრულოს ელექტრო გაუმართაობების დიაგნოსტიკა და შესაბამისი სარემონტო სამუშაოები. ** აკონტროლოს ელექტროენერგიის მოხმარება და შესაბამისი ტექნიკური ნორმების დაცვა. ** უზრუნველყოს ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის, დამცავი სისტემებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის გამართული მდგომარეობა. ** მოამზადოს ტექნიკური დასაბუთებები სათადარიგო ნაწილების, მარაგებისა და საჭირო ტექნიკური რესურსების შესახებ. ** უზრუნველყოს ელექტრო სისტემებისა და ატრაქციონების პერიოდული შემოწმება და ტექნიკური მონიტორინგი. ავარიულ სიტუაციებზე რეაგირება და უსაფრთხოება: ** ავარიული ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. ** დაზიანების შემთხვევაში განახორციელოს აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები. ** უზრუნველყოს ატრაქციონებისა და ელექტრო მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაცია მოქმედი ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. ** დაიცვას შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური ექსპლუატაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესები. ** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილზე დროულ გამოცხადებასა და შიდა რეგულაციების დაცვაზე. ტექნიკური ცოდნა და ოპერაციული მხარდაჭერა: ** ფლობდეს გასართობ ატრაქციონებსა და აპარატებში გამოყენებული ელექტრო ძრავებისა და ტექნიკური სისტემების მუშაობის პრინციპებს. ** ფლობდეს ელექტრო სქემებისა და გენერატორების შიდა მიერთების სქემების წაკითხვისა და ანალიზის უნარს. ** საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს გასართობი ცენტრის ყოველდღიურ ტექნიკურ და საოპერაციო პროცესებს. ** უზრუნველყოს ტექნიკური საკითხების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება და გამოცდილება: ** უმაღლესი ან პროფესიულ-ტექნიკური განათლება ელექტრო, ელექტრო-მექანიკური ან ენერგეტიკული მიმართულებით. ** მინიმუმ 1-წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება. ** ატრაქციონების, ტექნიკური მოწყობილობების ან ელექტრო სისტემების მომსახურებისა და შეკეთების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. უნარები და კომპეტენციები ** ელექტრო სქემებისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და გაანალიზების უნარი. ** ელექტრო უსაფრთხოების, ტექნიკური ექსპლუატაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების კარგი ცოდნა. ** ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ** ავარიულ სიტუაციებში ეფექტური და სწრაფი რეაგირების უნარი. ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. ** ინგლისური ენის ცოდნა. სერტიფიკატები: სასურველია IV ჯგუფის ელექტრო უსაფრთხოების სერტიფიკატი. სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა სავალდებულოა. sgogeshvili@galleria.ge .