უმცროსი ბუღალტერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N 42
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00; (შესვენება - 1 სთ)
ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მიმდინარე ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
- საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
- საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- სალარო ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
- ინვოისების, ზედნადებების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავება;
- შემოსავლებისა და ხარჯების პროგრამული ასახვა;
- პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება;
- დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარებების წარმოება, ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
- სხვადასხვა სახის ინფორმაციის მომზადება;
- პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და დოკუმენტების კონტროლი;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან;
- აუდიტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და ოპერატიულად მოქმედების უნარი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.