უმცროსი ბუღალტერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.
კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპენტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ.11
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
სამუშაო აღწერილობა:
- ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტების დამუშავება და პროგრამული ასახვა;
- კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
- სხვადასხვა ბუღალტრული გატარების წარმოება;
- ჩარიცხული თანხების პროგრამული აღრიცხვა და კონტროლი; გაურკვეველი ჩარიცხვების აღმოჩენის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება, გარკვევა და შესაბამისი ასახვა;
- კომპანიის შიდა საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა;
- პერიოდული ინვენტარიზაციის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამსახურებრივი მივლინებების განხორციელება კომპანიის ფილიალებში;
- დაკავებული პოზიციისა და კომპეტენციის ფარგლებში, პერიოდული ანგარიშგება ან/და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელის (მენეჯმენტის) მოთხოვნის შესაბამისად;
- პოზიციისა და კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული ბრძანებებისა და სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
- შესაბამისი მიმართულებით განათლების მქონეს (სასურველია ეკონომიკური, საფინანსო, ბუღალტრული მიმართულებით);
- ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
- ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილებით (უპირატესია LoanKeeper-ში);
- საოფისე პროგრამების (MS Excel,) კარგი ცოდნით;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანს, ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნებით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 ივლისი
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას.
გისურვებთ წარმატებას!