უმცროსი ბუღალტერი — გამა-გ

გამა-გ — ლოგო
გამა-გ

უმცროსი ბუღალტერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჰიგიენური საშუალებების საწარმო "გამა-გ" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამა Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):

  • ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამ(ებ)ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:

მთავარი ბუღალტრის და ფინანსური დირექტორის მეთვალყურეობის ქვეშ:

  • სასაწყობო ოპერაციების სრული კონტროლი (შეკვეთების მიღება და მათი მომხმარებლებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა);
  • სამეურნეო ოპერაციების წარმოება სასაწყობო პროგრამაში;
  • პირველადი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების) შედგენა/გამოწერა.
  • დებიტორ-კრედიტორებთან განხორციელებული ანგარიშსწორების მუდმივი მონიტორინგი და საანგარიშო პერიოდების ბოლოს არსებული ნაშთების კონტროლი.
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებზე პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია და მარაგების ნაშთების კონტროლი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დიდი ზომის კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის და პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;
  • საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგების კუთხით უფასო ტრეინინგებს.

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

  • ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი;
  • სამუშაოს ტიპი: სრული;
  • სამუშაო ანაზღაურება: 1200 ლარი (net, გადასახადების გარეშე) გამოსაცდელ პერიოდში, შემდგომ 1500 ლარი.
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე;
  • სამუშაო საათები: 09:00-17:00, ორშაბათი-პარასკევი, შაბათი 10:00-16:00 (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის და დამსაქმებლის მოთხოვნისამებრ);
  • სამუშაო: რუსთავის გზატკეცილი N22.

შერჩევის პროცედურა:

  1. ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
  2. ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
  3. ეტაპი: ფინალური გასაუბრება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება კომპანიის მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.