უმცროსი ბუღალტერი
Accor არის ფრანგული მსოფლიოში წამყვანი სტუმართმოყვარეობის ჯგუფი, წარმოდგენილი 45+ სასტუმრო ბრენდის მიერ 110-ზე მეტ ქვეყანაში.
Accor -ის წევრი - ibis Styles Tbilisi Mziuri Park მიესალმება მათ, ვინც აზრობრივ შინაარსს ანიჭებს ყველა შენაძენს, ურთიერთობებს და ცხოვრების წესს. ყოველდღე, ჩვენ წვლილი შეგვაქვს იმაში, რომ ჩვენი სამყარო უკეთეს ადგილად იქცეს და მეორე შანსს ვაძლევთ ყველაფერს ჩვენს გარშემო.
"ibis Styles Tbilisi Mziuri Park"-ი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
უმცროსი ბუღალტრის მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა) შექმნა/პროგრამული გატარება/დაარქივება;
- RS.GE-ზე მუშაობა, დოკუმენტაციის დროული დამუშავება, გადამოწმება, აღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/დადასტურება;
- შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
- დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა საჭიროების შემთხვევაში;
- თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა დედლაინების დაცვით;
- მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
- RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა აუცილებელია);
- სასურველია საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
ანაზღაურება: 1300-1500 (NET) ლარი გამოცდილების შესაბამისად.
შემოუერთდი 330 000 Heartist®-ების გუნდის მსოფლიო მასშტაბით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, მოგვმართეთ.
აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის არჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, შესაბამის გამოცდილებას და უნარებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კანდიდატების დისკრიმინაცია გამორიცხულია.