უმცროსი არქიტექტორი — აისინქი

აისინქი

უმცროსი არქიტექტორი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

არქიტექტურული კომპანია "აისინქი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • არქიტექტურული კონცეფციისა და ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  • საპროექტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობა;
  • არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;
  • პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
  • პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • II და III კლასის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • Archicad -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (D5 Render, Photoshop).

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ
  • ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით
  • პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (რეზიუმეს და პორტოფლიოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 20მბ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.): contact@isync.ge. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გამოგზავნამდე, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ ჩვენს საიტზე (https://isync.ge/) განთავსებულ პროექტებს, კომპანიის ხედვასა და არქიტექტურულ სტილს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ხედვები თანხვედრაშია.