უმცროსი Affiliate მენეჯერი
iGaming აცხადებს ვაკანსიას უმცროსი Affiliate მენეჯერის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოცდილება: არ არის აუცილებელი, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში, გაყიდვებში ან პარტნიორულ მარკეტინგში.
ინგლისური ენის ცოდნა: აუცილებელია (B2+/C1 დონე)
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენი კომპანია წარმოადგენს სწრაფად განვითარებად ბრენდს iGaming ინდუსტრიაში. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პარტნიორული პროგრამების განვითარებაში.
რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები?
- ახალი პარტნიორების მოძიება და ჩართვა - კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით (Email, Telegram, LinkedIn და ა.შ.)
- არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა - რეგულარული კონტაქტი და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
- შეთავაზებების ოპტიმიზაცია - პარტნიორებისთვის ყველაზე ეფექტური შეთავაზებების შექმნა და მათი საჭიროებების გათვალისწინება
- შედეგების ანალიზი - კამპანიების მონიტორინგი, მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შემუშავება
- გუნდის მხარდაჭერა და გუნდური მუშაობა
რას ველით შენგან?
- ინგლისური ენის ცოდნა - აუცილებელია თავისუფლად კომუნიკაციისთვის (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება პლუსად)
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები
- მოტივაცია და სწრაფად სწავლის უნარი
- პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი
- MS Office-ის ან Google Sheets-ის ცოდნა - (Excel-ის ძირითადი ფუნქციები იქნება პლიუსი)
- გაყიდვების ან ციფრული მარკეტინგის ცოდნა/გამოცდილება - სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი
- iGaming ინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება პლუსად
რას გთავაზობთ?
- კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა
- გუნდური და პროფესიული მხარდაჭერა
- შესაძლებლობა იმუშაო საერთაშორისო პროექტებზე
- სტაბილური ანაზღაურება + ბონუსური სისტემა
- ევროპის ყველაზე დიდ iGaming კონფერენციებში დასწრების შესაძლებლობა