უფროსი მოლარე-ოპერატორი / ვალუტო — თიბისი

თიბისი — ლოგო
თიბისი

უფროსი მოლარე-ოპერატორი / ვალუტო

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„თიბისი“ აცხადებს ვაკანსიას: უფროსი მოლარე-ოპერატორი (ვალუტო)

ადგილმდებარეობა: თბილისი

დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: სრული გრაფიკი

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

ვალუტო - ეს არის თიბისის საცალო ლომბარდის ქსელი. ვალუტოს ფილიალები მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.

სამუშაოს აღწერა

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • სესხის მოთხოვნის მიღება, პროცედურებისა და ტარიფების გაცნობა;
  • უზრუნველყოფის (ძვირფასეულობის) შეფასება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, მიღება, უსაფრთხო შენახვა და სრულად/ნაწილობრივ დაფარვისას, დაბრუნება;
  • კრედიტის გაცემა და ოპერაციების აღრიცხვა პროგრამულ სისტემაში;
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა, დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
  • სწრაფი ფულადი გზავნილები და ვალუტის კონვერტაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში, ფილიალის მენეჯერის ფუნქციების შესრულება;
  • დამატებითი ოპერაციული ამოცანების შესრულება, საჭიროებისამებრ.

კვალიფიკაცია

ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს:

  • სამუშაო გამოცდილება სალომბარდე ქსელში;
  • ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კლიენტზე და შედეგებზე ორიენტირებული, ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებით;
  • დამატებით ფლობს უცხო ენებს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • გექნება შესაძლებლობა იმუშაო თანამედროვე ტექნოლოგიებით და მათ შორის, იყო მონაწილე სისტემების ყოველდღიური გაუმჯობესების პროექტებში;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ, ანაზღაურებად გადამზადების პერიოდს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში/ამაღლებაში და სამუშაოს უკეთ შესრულებაში;
  • დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე შენთვის საინტერესო ტრენინგზე და განავითარო ახალი უნარები ნებისმიერი სფეროს მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებით.