უფროსი მოლარე- ნუცუბიძე
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" თბილისში, ნავთლუღის ფილიალში, აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარეს პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00
ანაზღაურება: 1400 ლარი
მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:
- სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებების და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
- იურიდიული პირებისათვის ზედნადების გამზადების უზრუნველყოფა;
- არასწორად გატარებული საქონლის რეალიზაციის პროგრამიდან წაშლა უფროსი მოლარისათვის განკუთვნილი ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, აღნიშნულზე მაღაზიის მენეჯერის ინფორმირება;
- უფროსი მოლარისათვის განკუთვნილი, ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდის თანამშრომლებს შორის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
- სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.