უფროსი მოლარე - ბათუმი — ჯიბე ქეშ & ქერი

samushao.ge
ჯიბე ქეშ & ქერი — ლოგო
ჯიბე ქეშ & ქერი

უფროსი მოლარე - ბათუმი

₾1400 ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია ჯიბე Cash & Carry, ბათუმის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარეს პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, პეტრე ბაგრატიონის N133 და გ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთა

სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00

ანაზღაურება: 1400 ₾

უფროსი მოლარეს ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
  • იურიდიული პირებისათვის დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
  • ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
  • სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ