უფროსი მექანიკოსი- ყვარელი — არომაპროდუქტი

არომაპროდუქტი — ლოგო
არომაპროდუქტი

უფროსი მექანიკოსი- ყვარელი

₾3000.0 ახალი ყვარელი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია " არომაპროდუქტი/Georgia`s Natural " 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებასა და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანულ ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისისა და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. ჩვენი საექსპორტო ბაზარი მოიცავს 40 ქვეყანას: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ. კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com/en/intro ან Facebook გვერდზე georgias natural "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ყვარელში ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკურ სამსახურში უფროსი მექანიკოსის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს მანქანა-დანადგარების გამართულ მუშაობასა და ტექნიკური ხარვეზების დროულ აღმოფხვრას. სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი , დ. აღმაშენებლის ქ. N105, ყვარლის ტბის მიმდებარედ. სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ, კვირაში 1 დღე დასვენება ანაზღაურება: 3000 ლარიდან , კვალიფიკაციის შესაბამისად. ძირითადი ამოცანა: უფროსი მექანიკოსის საქმიანობის ამოცანაა საწარმოო ხაზებისა და დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა. ფუნქცია-მოვალეობები: ** საწარმოო პროცესის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; ** საწარმოო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა; ** გეგმიური ტექნიკური მომსახურებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება; ** დანადგარის სათადარიგო ნაწილებისა და მასალების საჭიროების განსაზღვრა და შესყიდვის პროცესში მონაწილეობა; ** ოპერატორებისთვის ტრეინინგების ჩატარება და პრაქტიკული უნარების განვითარებაში მხარდაჭერა; ** ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მექანიკოსად ან ტექნიკურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია სასმელების ან კვების საწარმოში); ** ტექნიკური ცოდნა მექანიკური და ჰიდრავლიკური სისტემების შესახებ; ** პრობლემების სწრაფი დიაგნოსტირების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. უნარები: ** მექანიკური აზროვნების უნარი ** ორგანიზებულობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** აქტიურ რეჟიმში მუშაობის გამოცდილება