უფროსი კონსულტანტი — ჰიპერმარკეტი Domino

ჰიპერმარკეტი Domino — ლოგო
ჰიპერმარკეტი Domino

უფროსი კონსულტანტი

₾1500 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კონსულტანტების მიერ განხორციელებული გაყიდვების და მომსახურების პროცესის მონიტორინგი; მათ მიერ დავალებათა შესრულების კონტროლი, ხარისხის შეფასება;
  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
  • სექციაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
  • საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტების კონტროლი;
  • დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია;
  • ელექტროობის მიმართულებით ცოდნა და/ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

  • გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა
  • ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • კვება;
  • Fitpass;
  • უფასო ტრანსპორტირება;

უპირატესობები:

  • ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
  • უფასო კვება
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა