უფროსი იურისტი
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა/რევიზია;
- კორპორაციული დოკუმენტების შედგენა;
- კომპანიისთვის ზეპირი და წერილობითი სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა სფეროში;
- კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირების წინაშე, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტების წინაშე;
- კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებსა და დავების გადაწყვეტის სხვა ორგანოებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი სამართალში, მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სამართალში ჩაითვლება უპირატესობად;
- მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც კერძო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება აქვთ);
- ქართული და ინგლისური ენების წერითი და ზეპირი ცოდნა მაღალ დონეზე;
- შესანიშნავი კომუნიკაციის და ანალიტიკური უნარები;
- MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა.
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.