უფროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი — ITConnect

ITConnect — ლოგო
ITConnect

უფროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ITConnect" აცხადებს ვაკანსიას უფროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტის (Senior IT Support) პოზიციაზე.

ხელფასი: 2000-2500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)

სამუშაო გრაფიკი: 5/2 (10:00-19:00)

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის 37M

ძირითადი მოვალეობები:

  • ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია, მონიტორინგი და პრობლემების დიაგნოსტირება;
  • საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა, HRS-თან კომუნიკაცია და ინციდენტების/თიქეტების მართვა;
  • სატელეფონო სადგურებისა და აპარატების კონფიგურაცია, დიაგნოსტირება და პროვაიდერებთან კოორდინაცია;
  • საკონფერენციო ოთახების აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები, Firewall-ები) კონფიგურაცია და ქსელის ოპტიმიზაცია;
  • მოწყობილობების სისტემაში დამატება, სენსორების კონფიგურაცია და შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება;
  • კლიენტებთან ინტენსიური კომუნიკაცია და პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტები;
  • Helpdesk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია და თიქეთებზე დროული რეაგირება;
  • მონიტორინგის სისტემის მართვა: Dashboard-ების აწყობა და Alert-ების ადმინისტრირება;
  • კრიტიკულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • IT მხარდაჭერის, სისტემური ადმინისტრირების ან/და ტექნიკური კოორდინაციის მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ქსელური და სერვერული პრობლემების დიაგნოსტიკისა და გადაწყვეტის პრაქტიკული გამოცდილება;
  • CCTV სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (კამერები, ჩამწერები, ქსელური ინტეგრაცია);
  • IT ინციდენტების მართვისა და პრობლემების პრიორიტეტიზაციის გამოცდილება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და პროცესების აღწერის გამოცდილება;
  • სასტუმროს IT სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (PMS, POS, Wi-Fi) ჩაითვლება უპირატესობად.

ტექნიკური ცოდნა და კომპეტენციები:

  • ქსელური ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი ცოდნა (LAN/WAN, VLAN, DHCP/DNS, Switch/Router);
  • IT უსაფრთხოების საბაზისო პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე.

პიროვნული უნარები:

  • პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი;
  • მომხმარებელთან/კომპანიის პარტნიორთან პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
  • ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
  • პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
  • პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).