უფროსი ინტერიერის დიზაინერი — UGROUP

UGROUP

უფროსი ინტერიერის დიზაინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია "UGROUP" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი ინტერიერის დიზაინერი

ადგილმდებარეობა: Remote (დისტანციური)

ძირითადი მოვალეობები:

  • პრემიუმ კლასის ვილების კომპლექსის ინტერიერისა და ექსტერიერის სრული დიზაინ-კონცეფციის შემუშავება;
  • სამუშაო არქიტექტურული ნახაზების მომზადება (გეგმარება, ავეჯის განლაგება, ელექტროობის, განათების და საინჟინრო წერტილების ჩვენებით);
  • სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის, განათებებისა და დეკორის შერჩევა და დეტალური სპეციფიკაციების მომზადება;
  • პროექტის სრული ბრენდინგის, ვიზუალური იდენტობისა და ბრენდბუქის შექმნა;
  • სატრანსპორტო საშუალებების ბრენდირებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია Cad (AutoCad / ArchiCad), 3ds Max, Adobe Photoshop, Adobe Illustrator პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • სივრცის გეგმარების, ერგონომიკისა და პრემიუმ კლასის სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების ღრმა ცოდნა;
  • გრაფიკული დიზაინის, ტიპოგრაფიისა და ბრენდის ვიზუალური ენის შექმნის გამოცდილება;
  • საინჟინრო ნახაზების (ელექტრობა, ვენტილაცია, გათბობა-გაგრილება, წყალგაყვანილობა) კითხვისა და საპროექტო ჯგუფთან კოორდინაციის უნარი.

სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კრეატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

  • I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება;
  • II ეტაპი - დავალების შესრულება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.