უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი — პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი — ლოგო
პროკრედიტ ბანკი

უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" თბილისის ფილიალის გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების ქვეგანყოფილების უფროსი ანალიტიკოსი

სამუშაოს აღწერა:

  • ბანკისა და განყოფილების ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა
  • ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სხვადასხვა ანალიზის მომზადება
  • მენეჯმენტისა და ბიზნეს დეპარტამენტების მიერ დასმული პროექტების განვითარება და ანალიზი, შესაბამისი პრიორიტეტულობის მიხედვით
  • ბაზრის და საბანკო სექტორის ანალიზი
  • ბანკის წლიური სარეიტინგო შემოწმების პროცესში მონაწილეობა
  • ფინანსური თუ ოპერაციული შედეგების ანალიზი
  • ფინანსური / ოპერაციული შედეგების მოსალოდნელი განვითარების სცენარების ანალიზი
  • სხვა სახის ანალიზები განყოფილების ფუნქციების შესაბამისად
  • ავტომატიზაციის და ეფექტურობის ზრდის პროექტებში მონაწილეობა
  • ბანკის წლიური და კვარტალური აუდიტირების პროცესის წარმართვა

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან სხვა რელევანტური მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
  • კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • სამუშაოს დათქმულ ვადაში შესრულების უნარი
  • Power BI-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • SQL Server-ის ბაზების ადმინისტრირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

  • მოტივაცია და ენერგიულობა
  • კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • მოქნილობა და ოპერატიულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი
  • სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • ორგანიზებულობა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30/09/2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ