უფროსი ბუღალტერი — სფერა

სფერა — ლოგო
სფერა

უფროსი ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "სფერა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შესვენება 1 საათი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელმძღვანელობს კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის პროცესს და უზრუნველყოფს ყველა ფინანსური ოპერაციის სწორ და დროულ ასახვას.
  • აკონტროლებს მთავარი წიგნის (General Ledger), დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ხელფასების, ძირითადი საშუალებებისა და მარაგების აღრიცხვის პროცესებს.
  • უზრუნველყოფს საბანკო ანგარიშების, სალაროს, მომწოდებლებისა და სხვა ბუღალტრული ანგარიშების პერიოდულ შეჯერებას (Reconciliation).
  • ამზადებს და ამოწმებს ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს.
  • უზრუნველყოფს საგადასახადო დეკლარაციების, სტატისტიკური ანგარიშგებებისა და სხვა სავალდებულო ანგარიშგებების დროულ მომზადებასა და წარდგენას.
  • აკონტროლებს ფინანსური ოპერაციების შესაბამისობას IFRS-ის, საგადასახადო კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკების მოთხოვნებთან.
  • თანამშრომლობს აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან, ბანკებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან.
  • ნერგავს და აუმჯობესებს შიდა საბუღალტრო კონტროლის მექანიზმებს.
  • აკონტროლებს თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესს.
  • ხელმძღვანელობს ბუღალტრების საქმიანობას, ანაწილებს დავალებებს და უზრუნველყოფს სამუშაოს ხარისხიან შესრულებას.
  • უზრუნველყოფს საბუღალტრო დოკუმენტაციისა და ფინანსური ჩანაწერების სათანადო წარმოებას, შენახვასა და არქივირებას.
  • მონაწილეობს ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის ინიციატივებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში.
  • ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6-წლიანი გამოცდილება
  • IFRS-ისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა.
  • სასურველია ACCA ან სხვა პროფესიული საბუღალტრო კვალიფიკაცია.
  • საბუღალტრო/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • პასუხისმგებლობა და ანალიტიკური აზროვნება.