უფროსი ბიზნეს განვითარების მენეჯერი — ტექზი

ტექზი — ლოგო
ტექზი

უფროსი ბიზნეს განვითარების მენეჯერი

₾5000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Techzy" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბიზნეს განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მოიზიდოს და დახუროს მაღალი ღირებულების პროგრამული განვითარების პროექტები.

ანაზღაურება: 5,000 ₾+ + % მოზიდული პროექტებიდან

სამუშაო გრაფიკი: დისტანციური / თავისუფალი გრაფიკი

Techzy-ის შესახებ:

Techzy არის სწრაფად მზარდი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია, რომელიც ქმნის მობილურ აპლიკაციებს, ვებ-პლატფორმებს, ინდივიდუალურ პროგრამულ სისტემებს, AI გადაწყვეტილებებსა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის სერვისებს - როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ვის ვეძებთ:

ვეძებთ გამოცდილ Senior Business Development Manager-ს, რომლის მთავარი მიზანი იქნება ახალი B2B კლიენტების მოძიება და პროგრამული განვითარების პროექტების წარმატებით მოზიდვა და დახურვა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ახალი B2B კლიენტების მოძიება საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე
  • გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (CEO, Founder, Director და სხვა) კომუნიკაცია
  • შეხვედრებისა და ონლაინ პრეზენტაციების ორგანიზება
  • კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეთავაზება
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმართვა
  • პროგრამული განვითარების პროექტების დახურვა და ხელშეკრულებების გაფორმება

ჩვენი სერვისები:

  • მობილური აპლიკაციები (iOS / Android)
  • ვებ-პლატფორმები და ვებსაიტები
  • ინდივიდუალური პროგრამული სისტემები
  • AI გადაწყვეტილებების დანერგვა
  • ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია
  • UI/UX დიზაინი.

მოთხოვნები:

  • წარმატებული გამოცდილება B2B გაყიდვებში
  • ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიების გამოცდილება
  • მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების ძლიერი უნარები
  • ქართულისა და ინგლისურის კარგი ცოდნა
  • IT / Software Development სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი მიდგომა.

რას გთავაზობთ:

  • 5, 000 ₾+ ფიქსირებული ანაზღაურება (გამოცდილების მიხედვით)
  • ბონუსი თითოეული მოზიდული პროექტიდან
  • კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
  • თანამედროვე და დინამიკური სამუშაო გარემო

მოგვწერეთ: