უფროსი აუდიტორი
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე აუდიტისა და მარწმუნებელი გარიგებების დეპარტამენტში (http://www.moore-georgia.ge).
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (http://www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass;
- მზარდი ანაზღაურება;
- უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
- პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
- ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
- მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
- ინდივიდუალური მენტორინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.
ძირითადი ფუნქცია -მოვალეობები:
- აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
- სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება;
- ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება;
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
- პროფესიული ეთიკისა დაცვა;
- აუდიტის ჯგუფის უმცროსი წევრებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი, მათი დახმარება სამუშაოს მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
- კომპანიის რისკების და კონტროლების შესწავლა და ანალიზი;
- აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
- აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
- აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
- კომპანიის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
- მინიმუმ 3 - წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
- ACCA-ის პირველი დონის სერტიფიკატი.
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- ინტერესი აუდიტის/ბუღალტერიის/ფინანსების სფეროში;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უფროსი აუდიტორი".