უფროსი აგრონომი- სიღნაღი — ზეთისხილის სანერგე მეურნეობა

ზეთისხილის სანერგე მეურნეობა

უფროსი აგრონომი- სიღნაღი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ზეთისხილის მზარდი და თანამედროვე სანერგე მეურნეობა კახეთში იწვევს გამოცდილ და მოტივირებულ მთავარ აგრონომს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ნერგებისა და ჩითილების წარმოების სრულ ციკლს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ზეთისხილის ჩითილებისა და ნერგების წარმოების პროცესის სრული მართვა და მონიტორინგი (დაფესვიანებიდან რეალიზაციამდე).
  • მცენარეთა კვების, მორწყვისა და მავნებელ-დაავადებებისგან დაცვის ინტეგრირებული სისტემების შემუშავება და მართვა.
  • სანერგეში ნიადაგისა და სუბსტრატის ხარისხის კონტროლი.
  • სამუშაო გეგმებისა და აგრო-კალენდრის შედგენა, ასევე დღიური სამუშაოების კოორდინაცია.
  • სანერგე მეურნეობის ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა და მუშაობის ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: განათლება აგრონომიის, აგრომეურნეობის ან მსგავსი მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წელი აგრონომად მუშაობის გამოცდილება.
  • სპეციფიკური გამოცდილება: აუცილებელია ნერგების/ჩითილების წარმოების სექტორში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (ზეთისხილის კულტურასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
  • თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიებისა და სარწყავი/სასუქი სისტემების კარგი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: კახეთი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი.
  • სამუშაო გრაფიკი: სრული.
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით).

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს.
  • პროფესიული განვითარებისა და რეალიზების შესაძლებლობას.
  • კონკურენტუნარიან სახელფასო პაკეტს.