უფროსი ადმინისტრატორი — აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ

აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ — ლოგო
აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ

უფროსი ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი" და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე "Food Lab". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.

"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ"-ის იტალიური სწრაფი კვების ბრენდი "პანუოცო" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისში, ა. თვალჭრელიძის 2 - "ისთ ფოინთი";

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დადგენილი სალარო-პროცედურების ზედმიწევნით დაცვა და კონტროლი;
  • მომხმარებელთან ანგარიშსწორება;
  • დელივერ კომპანიებთან მუდმივი კონტაქტი, შეკვეთების მიღება და მონიტორინგი;
  • სალაროს ნაშთის კონტროლი დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ;
  • პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • კვირის ჭრილში განრიგების შედგენა;
  • მენიუში არსებული კერძების და სასმელების დადგენილი კალკულაციის შესაბამისად მომზადების უზრუნველყოფა;
  • ახალი თანამშრომლის ადაპტაცია/შესწავლის პროცესის მართვა;
  • ჩართულობა პროდუქციის მომარაგების და დასაწყობების პროცესში;
  • სასაქონლო მარაგების ეფექტიანი მართვა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას 1500 + საბონუსე სისტემას;
  • ანაზღაურებად შვებულებას 4 თვის შემდგომ, წელიწადში 34 დღეს;
  • კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
  • Fitpass;
  • დაზღვევას;
  • პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ გსურს, იყო სწრაფად მზარდი და ინოვაციური კომპანიის ნაწილი, მაშინ დროა შემოგვიერთდე.