უძრავი ქონებისა და ტურების ოპერატორი — Alta Travel

Alta Travel

უძრავი ქონებისა და ტურების ოპერატორი

₾1500.0 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია " Alta Travel " ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს უძრავი ქონებისა და ტურების ოპერატორის პოზიციაზე. თუ თავისუფლად ფლობ ინგლისურ ენას, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს დინამიურ გარემოში მუშაობა, ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა! ძირითადი მოვალეობები: ** შემოსული ზარებისა და შეტყობინებების ოპერატიულად დამუშავება (როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე); ** ადგილობრივი და უცხოელი კლიენტებისთვის უძრავი ქონებისა და ტურისტული პაკეტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება; ** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების ხელშეწყობა; ** კლიენტთა ბაზის მართვა და მონაცემების სისტემატიზაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის სრულყოფილი, სამუშაო დონეზე ცოდნა (სავალდებულოა); ** გამართული და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; ** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა. სამუშაო პირობები: ** მდებარეობა: თბილისი, მარჯანიშვილის მეტროსთან; ** სამუშაო გრაფიკი: 10:00-20:00; ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + 10% (გამომუშავებული ბონუსი). როგორ მოგვმართოთ? altatravelout@gmail.com . სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "უძრავი ქონებისა და ტურების ოპერატორი". გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ