უძრავი ქონების განვითარების მენეჯერი — UPCO დეველოპმენტი

UPCO დეველოპმენტი

უძრავი ქონების განვითარების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

UPCO Development - პრემიუმ ხარისხის დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეებს და აშენებს შენი და შენი საყვარელი ადამიანების მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო მომავალს.

UPCO Development აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართებისთვის პოტენციური მოიჯარეების მოძიება და მოზიდვა;
  • მსხვილ საცალო და სავაჭრო ქსელებთან (სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები და სხვა კომერციული ოპერატორები) კომუნიკაციის წარმოება;
  • შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმართვა პოტენციურ მოიჯარეებთან;
  • იჯარის პირობების შეთანხმება და კომპანიისთვის საუკეთესო კომერციული შეთავაზებების მიღება;
  • ბაზრის კვლევა და კომერციული უძრავი ქონების სექტორში არსებული ტენდენციების ანალიზი;
  • ახალი საინვესტიციო და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • პერსპექტიული მიწის ნაკვეთების მოძიება, შეფასება და კომპანიისთვის წარდგენა;
  • მიწის ნაკვეთებთან და განვითარების პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
  • პარტნიორებთან, მიწის მესაკუთრეებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვა;
  • ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის, ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების, ბიზნეს განვითარების, გაყიდვების ან იჯარის მიმართულებით;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
  • ბაზრის კვლევისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომერციული უძრავი ქონების ბაზრის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული

მდებარეობა: ქ. თბილისი