უძრავი ქონების აგენტი — Dream Homes 2020

Dream Homes 2020 — ლოგო
Dream Homes 2020

უძრავი ქონების აგენტი

₾7000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

უძრავი ქონების კომპანია "Dream Homes 2020" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

მოკლედ კომპანიის შესახებ: უძრავი ქონების კომპანია "Dream homes 2020", რომელიც არის საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის წევრი 2024 წლიდან, ორიენტირებულია განვითარებაზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას ბინების, სახლების, კომერციულ ფართების და მიწის ნაკვეთების ყიდვა - გაყიდვა - გაქირავების მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

  • 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
  • 10:00-დან 18:00-მდე - შაბათი -კვირა დასვენება.
  • ანაზღაურება: გამომუშავებით, 1500 ლარიდან 7000 ლარამდე.
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 11ა

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • გასაყიდი და გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება;
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება.
  • უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში შეტანა-რეგისტრაცია;
  • შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება;
  • ხელშეკრულების გაფორმება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
  • შეხვედრებზე ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას (ჯი პი აი ჰოლდინგი);
  • თვის წამახალისებელ ვაუჩერულ სისტემას ბონუსის სახით;
  • მეგობრულ გარემოს/თიმბილდინგს;
  • წამახალისებელ ღონისძიებებს, ტურები როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ.
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის ტრენინგებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ტექნიკები, კომფლიქტების მოგვარება, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვა.

შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.