უძრავი ქონების აგენტი — Capital Property

Capital Property — ლოგო
Capital Property

უძრავი ქონების აგენტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

თუ ეძებთ სამსახურს, სადაც ადგილზე შეგასწავლით საქმეს და გაქვთ კარგი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა — შემოუერთდით ჩვენ გუნდს

კომპანია „Capital Property“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც იმუშავებენ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების მიმართულებით (ბინები, მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები, სასტუმროები და სხვა).

სამუშაო მოვალეობები:

  • უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და ბაზაში დამატება
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა
  • ობიექტების შეთავაზება და დათვალიერებების ორგანიზება
  • ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების პროცესის მართვა
  • გარიგებების წარმატებით დასრულებაში მონაწილეობა

მოთხოვნები:

  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო

ჩვენ გთავაზობთ:

  • ადგილზე სწავლებას და მხარდაჭერას
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი – პარასკევი: 11:00 – 19:00
  • შაბათი: 11:00 – 16:00