ტვირთების ინსპექტორი
SGS არის მსოფლიოს წამყვანი ტესტირების, ინსპექტირების და სერტიფიცირების კომპანია. ჩვენ ვმართავთ 2, 500-ზე მეტ ლაბორატორიასა და ბიზნეს ობიექტს 115 ქვეყანაში და გვყავს 99, 500 პროფესიონალი თანამშრომელი. 145 წელზე მეტი გამოცდილებით, SGS აერთიანებს შვეიცარიულ სიზუსტესა და საერთაშორისო სტანდარტებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს ხარისხის, შესაბამისობისა და მდგრადობის უმაღლესი დონის მიღწევაში.
შპს "სჯს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ტვირთების ინსპექტორის (ავტომობილით) პოზიციაზე.
ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება
სწავლება: 3-თვიანი ანაზღაურებადი სწავლება
სწავლების შემდგომ ანაზღაურება დამოკიდებულია თვეში 12-საათიანი ცვლების რაოდენობაზე.
მანქანის იჯარას ფარავს კომპანია.
მომსახურების გაწევის ტერიტორიები (სამუშაოს მიხედვით): ძეგვი, ავჭალა, ვაზიანი, გაჩიანი, სართიჭალა, თბილისის აეროპორტი, რუსთავი, გარდაბანი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა ტიპის (ნავთობი, აგროკულტურული და მეტალები) ტვირთების რაოდენობისა და ხარისხის შემოწმება საქართველოს კანონმდებლობისა და SGS-ის ინსტრუქციების/მოთხოვნების შესაბამისად
- საველე ინსპექციების პროცესში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და წარდგენა
- ტვირთების შემოწმების შედეგად პირველადი მონაცემების შეგროვება
- შრომის უსაფრთხოების დაცვა
- კომპანიის მხრიდან სავალდებულო ტრენინგებზე დასწრება და სხვადასხვა კურსის სრულად გავლა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (ავტომობილის იჯარის თანხას უზრუნველყოფს კომპანია)
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office)
- დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- საველე სამუშაოებზე გამოცდილების მიღებას საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
- შიდა ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას აქტუალურ სფეროში
- მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას SGS-ში, რომელიც მოიცავს 2-თვიან სწავლებას
- სწავლების პერიოდში და შემდგომ კონკურენტულ ანაზღაურებას
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "სჯს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენი CV შესაძლოა განხილულ იქნეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. თქვენი CV შესაძლოა შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!