ტუტორი
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კლასის საჭიროებების გათვალისწინებით სადამრიგებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
- კლასის ორგანიზება გაკვეთილების დაწყებამდე;
- მოსწავლის გაცდენების და დაგვიანებების აღრიცხვა და მშობლების დროული ინფორმირება;
- გაცდენის/დაგვიანების მიზეზის გარკვევა;
- შესვენებებზე კლასის კონტროლი;
- გაკვეთილებზე დასწრება და მოსწავლეთა ქცევისა და სწავლის შედეგების მონიტორინგი;
- მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია მოსწავლის ქცევისა და აკადემიური შედეგების შესახებ;
- ყოველთვიურად მშობლების წერილობითი ინფორმირება მოსწავლის ძლიერი, გასაუმჯობესებელი მხარეებისა და შესაბამისი რეკომენდაციები მითითებით;
- საკლასო დოკუმენტაციის წარმოება (მაგ. პირადი საქმეები და სხვ.);
- კლასის ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგი (რამდენად დროულად შეაქვთ მასწავლებლებს დავალებები, ნიშნები, არები);
- საკლასო, სასკოლო და ექტრაკურიკულარული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- საგნობრივ და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ კონსულტირებაზე მოსწავლეთა დასწრების უზრუნველყოფა;
- საშინაო დავალებებზე კლასის მუშაობის უზრუნველყოფა, შედეგების გაკონტროლება და მშობლების და კლასში შემავალი მასწავლებლების ყოველდღიური ინფორმირება;
- სემესტრში ორჯერ მშობელთა კრების ჩატარება.
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
სასურველია: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
კონკურსანტთან გასაუბრებისას ყურადღება მიექცევა:
- თანამშრომლობით უნარებს;
- ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარს;
- მოტივაციასა და პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულობას.
კონკურსის ეტაპები:
- საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება;
- გასაუბრების ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, ერთი დღით ტუტორის მოვალეობის შესრულება თანამედროვე განათლების აკადემიაში, დაკვირვების მიზნით.