ტუტორი — მწვანე სკოლა

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
მწვანე სკოლა

ტუტორი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

"მწვანე სკოლის" საბურთალოს კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა ტუტორის პოზიციაზე.

თუ გსურთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობა დაუკავშიროთ განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ გუნდს, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათ სთავაზობს საუკეთესო გარემოს თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მუდმივად ძიების პროცესშია, რათა თითოეული დღე მოსწავლეებისთვის გახადოს აღმოჩენებითა და ემოციებით დატვირთული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი;
  • გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

  • საგაკვეთილო პროცესის ასისტირება;
  • კლასის მართვა და თითოეული მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა;
  • მასწავლებლის მხარდაჭერა საგაკვეთილო პროცესში;
  • მოსწავლეების სამეცადინო საათის დაორგანიზება;
  • ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • მშობლებთან კომუნიკაცია;

ჩვენ მოგიძებნით სხვის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა სხვის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.