თურქეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის თანაშემწე- თელავი — კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა — ლოგო
კახური ტრადიციული მეღვინეობა

თურქეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის თანაშემწე- თელავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

KTW ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თელავში თურქეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის თანაშემწის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს საპატიო კონსულის ოფისის ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო და წარმომადგენლობით საქმიანობას, კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს თურქეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ეფექტიან ფუნქციონირებას კახეთის რეგიონში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, კვირაში ორი სამუშაო დღე - თურქეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისში, ქ. თელავი.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი. სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო საათები მოქნილია და განისაზღვრება პოზიციის ფუნქციური საჭიროებებიდან გამომდინარე.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • საპატიო კონსულის საქმიანობის ადმინისტრაციული, საორგანიზაციო და წარმომადგენლობითი მხარდაჭერა;
  • ოფიციალური შეხვედრების, ვიზიტების, დელეგაციების, ღონისძიებებისა და საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
  • ოფიციალური კორესპონდენციის მომზადება, თარგმნა, გაგზავნა და ადმინისტრირება;
  • დოკუმენტაციის მომზადება, საქმისწარმოება, სისტემატიზაცია და არქივირება;
  • თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან, სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, კერძო სექტორსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციებისა და სტუმრების ვიზიტების ორგანიზაციული და ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
  • თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ტურისტული თანამშრომლობის ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ანგარიშების, საინფორმაციო მასალებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება;
  • თურქეთის მოქალაქეებისა და თურქული იურიდიული პირების საკითხებთან დაკავშირებით ოფისის ადმინისტრაციული მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;
  • საპატიო კონსულის მიერ განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • თურქული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო, საერთაშორისო ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დიპლომატიური ეტიკეტის, ოფიციალური კომუნიკაციისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
  • საჭიროების შემთხვევაში მივლინებებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მზადყოფნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო და დიპლომატიურ გარემოში მუშაობის უნიკალურ შესაძლებლობას;
  • მრავალფეროვან და საინტერესო სამუშაო პროცესს;
  • სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გამოცდილებას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.