ცვლის სუპერვაიზერი - ღამის ცვლა — კოლორ ჯგუფი

კოლორ ჯგუფი — ლოგო
კოლორ ჯგუფი

ცვლის სუპერვაიზერი - ღამის ცვლა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"კოლორ ჯგუფი" - არის ყველაზე დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. "კოლორ ჯგუფის" მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.

გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.

როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!

"კოლორ პაკი" გეძებს შენ ცვლის სუპერვაიზერის (ღამის ცვლა) პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო დღის დასაწყისში წარმოების ხელმძღვანელთან წინა ცვლის მიერ გადმოცემული დავალებების ჩაბარება;
  • სამუშაო დღის დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • მიღებული დავალებების მიხედვით სამუშაოების სწორად გადანაწილება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე;
  • ცვლის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭირო მასალებით მომარაგებით უზრუნველყოფა;
  • შეკვეთის ხარისხიანად და დადგენილ ვადებში ჩაბარება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების დისციპლინის კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები: მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება წარმოებაში აღნიშნულ პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის სწორი მენეჯმენტი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების უნარები;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვების თანადაფინანსებას;
  • ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტერეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
  • მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ყოველი მეორე ღამე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ბაღდავაძის ქ. # 3.

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.