ცვლის სუპერვაიზერი — ლასარე

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ლასარე

ცვლის სუპერვაიზერი

₾3400 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას ცვლის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით

მისამართი: ქ. თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

ანაზღაურება: 3400 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:

  • უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათი
  • სატრანსპორტო მომსახურებას ზემო სამგორის მეტროდან
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობის ოპერაციებისთვის აუცილებელი საავიაციო და საბაჟო დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება და დამუშავება
  • საავიაციო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული გადამოწმებული დოკუმენტაციის დროული გადაგზავნა შესაბამის განყოფილებებში
  • DG (სახიფათო ტვირთების), ცხოველების, ძვირფასი ტვირთების (VAL/VUN), მალფუჭებადი (PER/PIL) და სხვა სპეციალური კატეგორიის ტვირთების დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • საოპერაციო სამსახურის გუნდის მუშაობის მონიტორინგი
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მონიტორინგი და მუდმივი უკუკავშირი
  • ახალი თანამშრომლების სწავლების პროცესის შეფასება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებითვის ხელშეწყობა
  • საწყობის, საბაჟოს, ავიაკომპანიების და აგენტების კოორდინაცია დოკუმენტური საკითხების მოსაგვარებლად
  • ტვირთის/ფოსტის გადაზიდვებთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება
  • ავიაკომპანიების და საბაჟო სისტემებში შეტანილი მონაცემების კონტროლი და გადამოწმება
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა და ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა
  • ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების ინიციატივები

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა როგორც წერილობით, ისე ვერბალურ ნაწილში მინიმუმ B2 დონეზე
  • ოფიციალური მიმოწერების წარმოების სპეფიციფიკის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • გუნდის მართვის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • გუნდარი მუშაობის უნარი;
  • მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის დაცვა (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
  • პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • დაგმეგვისა და ორგანიზების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარები;
  • დისციპლინირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

ლასარეში დაგხვდებათ:

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
  • გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო.

თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ საინტერესო სამუშაო პროცესში ჩართვა და სტაბილური, გუნდური სამუშაო გარემო,

ჩვენ მოგიძებნით სხვის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა სხვის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.