ცვლის ქიმიკოსი- წილკანი — Global Beer Georgia

Global Beer Georgia

ცვლის ქიმიკოსი- წილკანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ცვლის ქიმიკოსის პოზიციაზე სოფელ წილკანში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლუდისა და ლიმონათის წარმოების პროცესების კონტროლი დადგენილი პროცედურებისა და ხარისხის გეგმის შესაბამისად.
  • ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის ნიმუშების აღება/შერჩევა, ანალიზის ჩატარება და რეგისტრაცია ხარისხის გეგმის მიხედვით;
  • ქიმიური ლაბორატორიის შიდა კონტროლი, ქიმიური ანალიზების სიზუსტის შემოწმება;
  • სტანდარტული და სამუშაო ქიმიური ხსნარების მომზადება, მათი შენახვის პირობების გაკონტროლება;
  • ლაბორატორიული ტექნიკის მიზნობრივად გამოყენების კონტროლი;
  • მზა პროდუქციისთვის ხარისხის სერტიფიკატების შედგენა;
  • პირველი დონის შიდა ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ქიმიის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; (სასურველია კვების წარმოებაში)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალობა;
  • შრომისმოყვარეობა.
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

გარანტიები:

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: ცვლიანობა

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ