ცვლის ქიმიკოსი- სოფ. ნატახტარი — ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო

ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო — ლოგო
ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო

ცვლის ქიმიკოსი- სოფ. ნატახტარი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ეფეს საქართველო (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.

Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.

"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია, ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას ცვლის ქიმიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა (დღის და ღამის)

თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:

  • ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (100%);
  • ლანჩი;
  • სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ნედლეულის, დამხმარე მასალების, ქიმიური რეაქტივების და შესაფუთი მასალების სინჯების აღება და შემოწმება;
  • სახარშიდან, ფერმენტაციიდან, მატურაციიდან, ფილტრაციიდან და შუშის, ქილის, კასრის და პეტის ხაზიდან ქიმიურ-ფიზიკური მაჩვენებლების აღება და შემოწმება;
  • ხელსაწყოების სწორი დაკალიბრაცია და შემოწმება;
  • მეთოდური, ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის თვალყურის დევნება;
  • სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად ხარისხის ანალიზი;
  • ანალიზისთვის ყველა საჭირო ხსნარისა და ჭურჭლის მომზადება;
  • მიღებული შედეგების სისწორის კონტროლი;
  • ანალიზის შედეგების შეგროვება და ინფორმაციის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი განყოფილებებისთვის მიწოდება;
  • აპარატურის სისუფთავის შენარჩუნება;
  • დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობის, ან მისი არსებობის პოტენციური რისკის შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • წარმოების პროცესის გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის ინიცირებულ და დანერგილ პროექტებში მონაწილეობა;
  • შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება - სასურველია 1 წელი მსგავს პოზიციაზე;
  • უმაღლესი განათლება (კვების წარმოებაში ან/და ქიმიურ ინჟინერიაში);
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://www.natakhtari.com/

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 ივნისი.