ცვლის ელექტრიკოსი- ნატახტარი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე ცვლის ელექტრიკოსი.
სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლა (დღის და ღამის)
თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან
- სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
- ლანჩი
ძირითადი მოვალეობები:
- ცვლის გადაბარება;
- ელექტრო მომარაგების მაღალი ძაბვის ხაზებისა და კაბელების მუდმივი კონტროლი;
- სატრანსფორმატორო ქვესადგურებში განლაგებული ელექტროდანადგარების მდგომარეობის შემოწმება;
- დაბალი ძაბვის საკაბელო მეურნეობის სისტემატიური კონტროლი;
- ელექტროგამანაწილებელი კარადების, მათში მოთავსებული ელექტროდანადგარების სისტემატური კონტროლი;
- ძალურ დანადგარებთან მიერთების და მათი დამიწების კონტურების სისტემატიური კონტროლი;
- ელექტრომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მათი შეწყვეტის მიზეზების დადგენა;
- კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემატიური ზრუნვა;
- წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის დამდასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
- სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
- წარმოების პროცესის გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის ინიცირებულ და დანერგილ პროექტებში მონაწილეობა;
- შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება.
რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.
დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: https://www.natakhtari.com/
განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.
ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 17 ივლისი.