წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალისტი — ინფრაკონცეფტი

ინფრაკონცეფტი

წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ინფრაკონცეფტი" 2025 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო და საპროექტო მიმართულებით. კომპანიის ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა, რაც მოიცავს ისეთი საზოგადოებრივი ობიექტების განვითარებას, როგორებიცაა: სკოლები, საბავშვო ბაღები, საქალაქო პარკები, სპორტული მოედნები და სხვა.

გაფართოების მიზნით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • წყალმომარაგების შიდა და გარე ქსელების დაპროექტება;
  • წყალარინების (კანალიზაციის) შიდა და გარე სისტემების დაპროექტება;
  • სარწყავი სისტემების დაპროექტება (დაწვიმებითი და წვეთოვანი);
  • საპროექტო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • გამოცდილება: საპროექტო კომპანიაში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • პორტფოლიო: აუცილებელია შესრულებული საპროექტო ნამუშევრების/პროექტების წარმოდგენა;
  • პროგრამული უნარები: AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი.