ცომის სპეციალისტი — მადარტი

მადარტი — ლოგო
მადარტი

ცომის სპეციალისტი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ცომის სპეციალისტის პოზიციაზე!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცომის მომზადება დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
  • ნედლეულის სწორად აწონა, დოზირება და წარმოებისთვის მომზადება;
  • ცომის მოზელა, დამუშავება და მომზადების პროცესის კონტროლი;
  • ტექნოლოგიური პარამეტრების (ტემპერატურა, ტენიანობა, დრო) დაცვა;
  • სამუშაო პროცესში გამოყენებული ინვენტარის მოფრთხილებაზე ზრუნვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი;

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;

ანაზღაურება: 1500-2000 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass - ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.