ცომის მზარეული- ქუთაისი — რესტორანი პროზა

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
რესტორანი პროზა

ცომის მზარეული- ქუთაისი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

ქუთაისში მდებარე რესტორანი "პროზა" აცხადებს ცომის მზარეულის პოზიციაზე ვაკანსიას.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ხაჭაპურის, პიცისა და პასტის ცომის მომზადება სტანდარტების შესაბამისად;
  • რეცეპტებისთვის მარაგების კონტროლი;
  • პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • საწყობიდან საჭირო ინგრედიენტების მიღება და სწორად შენახვა;
  • კომპანიაში დადგენილი HACCP-ის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ცომის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვის მონიტორინგი;
  • საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება, ცომის პორციულად დაყოფა და შესაბამისი ნორმების მიხედვით შენახვა;
  • საცხობის დანადგარებისა და ხელსაწყოების უსაფრთხოდ და სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფა;
  • შეფ-მზარეულის მიერ მითითებული ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • მზარეულის ან მცხობლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი.

ჩვენ მოგიძებნით მზარეულის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა მზარეულის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.