დიდი დიღომი გაზი
ცხელი ხაზის ოპერატორი
₾1000
ახალი
თბილისი · ადგილზე
სრული განაკვეთი
კომპანია "დიდი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:- შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებელთა მომსახურება;
- მომხმარებლების კონსულტირება კომპანიის მომსახურებებთან, წყვეტებთან, დავალიანებასა და გადახდის პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამის ტექნიკურ სამსახურთან გადამისამართება;
- სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მომხმარებლების მხარდაჭერა.
- საშუალო ან/და უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია უცხო ენის/ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე და მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- მოლაპარაკების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე საქმის პარალელურად შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.