ცხელი კერძების მზარეული, ძიძა, მოლარე-კონსულტანტი- ბათუმი
რესტორანი "ტერასა ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. ცხელი კერძების მზარეული
ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2 წელი
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
- შეფ მზარეულის დამატებითი მოთხოვნების შესრულება საჭიროებისამებრ;
- სამუშაო დღის დაწყებამდე და სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება.
აუცილებელი უნარები:
- მოწესრიგებული;
- აქტიური;
- სტრესულ სიტუაციასთან მშვიდად გამკლავების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სისწრაფე;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
2. ძიძა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ფლობა;
- ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა;
- ცვლაში მუშაობის მზაობა;
- ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; შეცდომების კონსტრუქციული მართვა; უკუკავშირის გაცემა და მიღება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა;
- შეაქმნას ბავშვებისათვის თბილი და მოსიყვარულე გარემო.
3. მოლარე-კონსულტანტი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით წარმოება;
- პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება სავაჭრო სივრცეში.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა.
მისამართი: ქ.ბათუმი, რუსთაველის 40