ცხელი და ცივი კერძების / გრილის მზარეული
გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, ქართულ რესტორან „ბადაგში“ გვესაჭიროება ცხელი და ცივი კერძების / გრილის მზარეული
Instagram: restaurantbadagi
საცხოვრებელი ფართი უზრუნველყოფა ჩვენს მიერ განხორციელდება.
ქვემოთ გთავაზობთ იმ კრიტერიუმებისა და დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიის საელჩოს მოთხოვნების შესაბამისად, ანუ სამუშაო ვიზის მისაღებად.
მოთხოვნათა ჩამონათვალი:
- პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი — სახელობო პროფესიულ სასწავლებელში მიღებული მინიმუმ ორწლიანი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და აღნიშნული განათლების მიღების შემდეგ მზარეულად მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი. აუცილებელია ასევე ბოლო დამსაქმებლის მოქმედი ლიცენზია და დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებული იქნება ორგანიზაციის სრული დასახელება და მოქმედი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
- ალტერნატიულად, ცალკეულ შემთხვევებში — მინიმუმ ექვსწლიანი პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი საბუთები.
- ბოლო დამსაქმებლის/დამსაქმებლების ლიცენზიები და მათ მიერ გაცემული ცნობები, სადაც მითითებული იქნება დამსაქმებლის სრული დასახელება და მოქმედი ტელეფონის ნომერი.
- ხელფასის მიღების დამადასტურებელი სრული ამონაწერი (ხელფასის გაცემის ცნობები, საბანკო ანგარიშის ამონაწერი, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ამონაწერი).
- შესაბამის შემთხვევაში — პროფესიული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები
უპირატესობები:
- საცხოვრებლის უზრუნველყოფა