ცივი კერძების მზარეული
იტალიური რესტორანი "ფაბიო" აცხადებს ცივი კერძების მზარეულის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ცივი კერძების, სალათების, აპეტაიზერებისა და სოუსების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
- კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტის უზრუნველყოფა;
- პროდუქტების სწორად დამუშავება, დაჭრა, მომზადება და შენახვა;
- სამუშაო პროცესისთვის საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება — Mise en Place;
- კერძების ლამაზად და სტანდარტის შესაბამისად გაფორმება/დაპლატვა;
- პროდუქტების ვარგისიანობისა და ხარისხის კონტროლი;
- პროდუქციის სწორად შენახვისა და მაცივრის ტემპერატურული რეჟიმების დაცვა;
- სანიტარული და ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა;
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მუდმივი უზრუნველყოფა;
- სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება;
- ნედლეულისა და პროდუქციის დანაკარგების შემცირება;
- შეფ-მზარეულის მითითებებისა და სამზარეულოს სტანდარტების შესრულება;
- გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და შეკვეთების დროულად მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში ახალი კერძებისა და პროდუქტების მომზადების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს საბაზისო ცოდნა;
- პროდუქტების დამუშავებისა და შენახვის წესების ცოდნა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა;
- სისწრაფე, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ყურადღება და კერძის ვიზუალური სტანდარტის აღქმა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- განვითარების შესაძლებლობას;
- მოწესრიგებულ და თანამედროვე სამუშაო სივრცეს.