ცივებისა და ცხელების მზარეული- ბუკნარი
Buknari Hotel აცხადებს ვაკანსიას ცივებისა და ცხელების მზარეულის თანამდებობაზე.
გრაფიკი: 5/2
მდებარეობა: ბუკნari
ძირითადი მოვალეობები:
- კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- პროდუქციის სწორად დამუშავება, შენახვა და გამოყენება;
- ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მარაგების კონტროლი და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- სამზარეულოს გუნდთან ეფექტური და კოორდინირებული მუშაობა;
- უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვა;
- სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და რეცეპტების შესრულების პრაქტიკული გამოცდილება;
- პროფესიული განათლება კვების/კულინარიის მიმართულებით;
- კულინარიული ტექნოლოგიებისა და თერმული დამუშავების მეთოდების ცოდნა;
- სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
- ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
- პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
- პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).