წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებელი
მწვანე სკოლის ტყის კამპუსი აცხადებს კანდიდატების შერჩევას წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებლის პოზიციაზე.
ძირითადი მასწავლებელი პასუხისმგებელია 5-6 წლის ასაკის ბავშვების წინასასკოლო პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
თუ გიყვართ ბავშვების გარემოცვაში ყოფნა და ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მათთვის შემეცნებითი და შთამაგონებელი გარემო შექმნათ, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის ტყის კამპუსში.
მთავარი პასუხისმგებლობები:
- ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა და წარმართვა;
- საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება ტყის სივრცეში;
- ბავშვების სოციალური, ემოციური და კოგნიტიური განვითარების მხარდაჭერა;
- მშობლებთან აქტიური და პოზიტიური კომუნიკაცია;
- ბავშვების ფიზიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
- საგაკვეთილო რესურსების (ხელსაწყოების, მასალების) შერჩევა და გამოყენება გარემოსდაცვითი და შემოქმედებითი მიდგომებით;
- პროფესიული განვითარების პროცესებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სკოლამდელი ან დაწყებითი განათლების პედაგოგიკის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად.
- გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
- ინტერესი და მოტივაცია ალტერნატიული/ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების მიმართ (ტყის სკოლა, მონტესორი, ვალდორფი ან რეჯიო ემილიას პრინციპები);
- დამოუკიდებელი კლასის მართვის უნარი;
- მაღალი ემპათია, მოთმინება და კრეატიულობა;
- გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ძალიან კარგი კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან და გუნდთან;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- ბუნებაში მუშაობის მოტივაცია და მზადყოფნა - სხვადასხვა ამინდის პირობებში.
რას გთავაზობთ:
- ინოვაციური და შთამაგონებელი სამუშაო გარემო ბუნებაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები - ტრენინგები და პრაქტიკა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე;
- მეგობრული და ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდი;
- მოქნილი, ბავშვზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობა;
- კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.