ციფრული საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
ტექსტილისა და ბრენდირებული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია შპს „პრინტექს ჰაბი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს „ტექსტილის ციფრული საბეჭდი დანადგარის ოპერატორის“ პოზიციაზე
მოვალეობები:
- Mimaki-ს სუბლიმაციურ პრინტერსა და დროშების საბეჭდ დანადგარზე მუშაობა
- CorelDRAW-ში დასაბეჭდი ფაილების მომზადება
- ბეჭდვამდე ფაილების ზომების, რეზოლუციის, ფერებისა და განლაგების შემოწმება და კორექტირება
- საწარმოო მაკეტების მომზადება და დიზაინების საბეჭდ ფართობზე ეფექტურად განლაგება
- საბეჭდად დანადგარებისა და მასალების მომზადება
- სუბლიმაციური ქაღალდისა და ქსოვილის სწორად ჩატვირთვა
- RIP პროგრამაში მუშაობა და ბეჭდვის პარამეტრების დაყენება
- ნოზლების შემოწმება, საბეჭდი თავაკების გაწმენდა და ყოველდღიური საბაზისო ტექნიკური მოვლა
- მელნის დონისა და დანადგარების მუშაობის კონტროლი
- ფერების სიზუსტისა და ბეჭდვის საერთო ხარისხის შემოწმება
- ბეჭდვის ხარვეზების აღმოჩენა და მარტივი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა
- თერმოტრანსფერულ კალანდერზე მუშაობა და ტემპერატურის, სიჩქარისა და წნევის კონტროლი
- დანადგარებისა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
- საწარმოო გრაფიკის შესრულება და შეკვეთების დროულად დასრულება
მოთხოვნები:
- CorelDRAW-ის კარგად ცოდნა — აუცილებელია
- ზუსტი და დასაბეჭდად გამზადებული ფაილების მომზადების უნარი
- სასურველია ციფრული ბეჭდვის, ტექსტილის ბეჭდვის, ფართოფორმატიანი პრინტერების, CNC-ს, ლაზერული ან სხვა საწარმოო დანადგარების გამოყენების გამოცდილება
- RIP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ფერთა მართვის, რეზოლუციისა და საბეჭდი ზომების საბაზისო ცოდნა
- ტექნიკური აზროვნება და ახალი დანადგარების სწრაფად შესწავლის უნარი
- დეტალებისა და ფერთა სიზუსტის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება
- პასუხისმგებლობა, სიზუსტე და პუნქტუალურობა
- დამოუკიდებლად და საწარმოო გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
უპირატესობები:
- პასუხისმგებლიანი;
- პუნქტუალური;
- ორგანიზებული;
- შრომისმოყვარე;