ციფრული პროდუქტის მფლობელი — პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი — ლოგო
პროკრედიტ ბანკი

ციფრული პროდუქტის მფლობელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: ციფრული პროდუქტის მფლობელი

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება ბანკის ციფრული პროდუქტებისა და არხების განვითარებაში, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ახალი ციფრული შესაძლებლობების შექმნაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ციფრული პროდუქტებისა და არხების განვითარების ინიციატივების დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება
  • Mobile Banking, Internet Banking, CRM და Digital Sales Funnel მიმართულებებით ახალი ფუნქციონალებისა და პროდუქტების ინიცირება, დაგეგმვა და განვითარება
  • მომხმარებლის ქცევის, საჭიროებებისა და გამოცდილების (Customer Journey) ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • პროდუქტის განვითარების გეგმის (Roadmap) შემუშავება, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესრულება
  • ბიზნესის, მარკეტინგის, IT, მონაცემთა ანალიზისა და UX/UI გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქტის განვითარების სრული ციკლის განმავლობაში
  • ციფრული გაყიდვებისა და მომხმარებელთა ჩართულობის მაჩვენებლების ანალიზი, ეფექტიანობის შეფასება, გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და საერთაშორისო პრაქტიკის მოკვლევა
  • პროდუქტისა და არხების ეფექტიანობის შეფასება KPI-ებისა და ბიზნეს შედეგების საფუძველზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ციფრული პროდუქტების მართვის, ბიზნეს განვითარების, ციფრული მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • ციფრული არხების, მომხმარებლის გამოცდილების (CX) და პროდუქტის განვითარების პროცესების ცოდნა
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნეს ანალიზის გამოცდილება
  • სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი
  • პროექტების მართვის გამოცდილება
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა

დამატებითი უპირატესობა იქნება:

  • საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება
  • CRM სისტემების, ციფრული გაყიდვების პროცესებისა და მომხმარებელთა სეგმენტაციის პრაქტიკული გამოცდილება
  • მონაცემთა ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება (მაგ. Power BI, Google Analytics ან სხვა)

პიროვნული უნარები:

  • სტრატეგიული და ბიზნესზე ორიენტირებული აზროვნება
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი
  • ცვლილებების მართვისა და ინოვაციების დანერგვის უნარი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23.07.2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის, შესაძლოა, გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

სს "პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.