ციფრული დიზაინერი და კბილის ტექნიკოსი
შპს "SGS Dental Lab" აცხადებს ვაკანსიას ციფრული დიზაინერისა და კბილის ტექნიკოსის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოთხოვნები:
- გამოცდილება ციფრული დაგეგმარების პროგრამებში (CAD/CAM - Exocad);
- პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება სტომატოლოგიურ ტექნიკურ ლაბორატორიაში;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
- სხვადასხვა სტომატოლოგიური კონსტრუქციის ციფრული დიზაინი;
- დიზაინის შემდგომი პრაქტიკული სამუშაოების შესრულება ლაბორატორიაში;
- ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად);
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.