ციფრული არხების ოპერატორი
შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია „პისიშოპ.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული არხების ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი, ილია ვეკუას 42.
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- საკომუნიკაციო არხებზე მოსული მოთხოვნების დამუშავება, პასუხის გაცემა და განაწილება პასუხისმგებელი პირებისთვის;
- ონლაინ შეკვეთის მიღება, დამუშავება და მიწოდების დაგეგმვა;
- შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
- პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მომხმარებლებისთვის;
- საჭიროებისას მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- პრობლემის დროულად იდენტიფიცირება და ოპერატიულად მოგვარება;
- რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარება;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- მოტივირებულობა;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე კომანიაში მუშაობის შესაძლებლობას
- ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტლური ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა