წარმოების უბნის უფროსი — ნიკორა

ნიკორა — ლოგო
ნიკორა

წარმოების უბნის უფროსი

₾3630 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო. კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად. დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში. ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს. NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი. თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის შვილობილი კომპანია "შპს ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების უბნის უფროსის პოზიციაზე:

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: 09:00-18:00 სთ
  • დასვენება: შაბათს + 1 დღე
  • ანაზღაურება: 3630 ლარი (NET)
  • სამუშაო ადგილი: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის ქ. #2

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პასუხისმგებლობაში არსებული წარმოების უბნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო დღის დასაწყისში საწარმოო გეგმის გაცნობა, თანამშრომელთათვის გადანაწილება და სამუშაო გეგმის დროული/ხარისხიანი შესრულების კონტროლი;
  • ხორც-პროდუქტების ფორმირების პროცესის მართვა - ფორმის, ზომის, წონის და ხარისხის კონტროლი;
  • უბანზე მიმდინარე საწარმოო პროცესების მართვა ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით;
  • დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში საკითხის დროული მოგვარების უზრუნველყოფა;
  • პასუხისმგებლობაში არსებული საწყობის კონტროლი, ნაშთების მართვა და შესაბამისი აღრიცხვების წარმოება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და საქმის ეფექტურად გადანაწილება;
  • ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ტექნოლოგიური მიმართულებით);
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • დანადგარებთან მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.