წარმოების ცვლის უფროსი
შპს "მინერალი" 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც აწარმოებს ინერტულ მასალას.
ჩვენი მისიაა - ვიყოთ შეუცვლელი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის მათზე მორგებული, დახვეწილი და კომფორტული ტექნოლოგიური სერვისებით.
შპს "მინერალის" წარმოებაში ვეძებთ ცვლის უფროსს და გთავაზობთ გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000 ლარი
სამუშაო საათები: ცვლების მიხედვით (08:00-17:00; 17:00-01:00)
მისამართი: თბილისთან ახლოს, მარტყოფის რაიონი, სოფელი სააკაძე.
ძირითადი ფუნქციები:
- წარმოების თანამშრომლებისთვის დღის სამუშაო გეგმის გაცნობა
- ცვლაში მომუშავე თანამშრომლებისთვის კონკრეტული დავალებების გადანაწილება და მონიტორინგი
- პროდუქციის მარაგების აღრიცხვა და კონტროლი უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
- ცვლაში წარმოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
- საწვავის მიღება, გაცემა და ნაშთის კონტროლი
- ადმინისტრაციული დოკუმენტბრუნვის წარმოება
- შეფერხებებისა და ავარიული სიტუაციის დროს სწრაფი რეაგირება შეფერხების აღმოფხვრის მიზნით
- სახარჯი მასალების საწყობში მიღების აღრიცხვა/კონტროლი ცვლის შესაბამისად
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
- შრომის უსაფრთხოების დადგენილი წესების შესრულების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მენეჯერული გამოცდილება
- ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პუნქტუალობა
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- მეგობრულ გარემოს
- სტაბილურ სამუშაოს
- სიცოცხლის დაზღვევას
- ჯანმრთელობის დაზღვევას